ძვირფასი ლითონების შესყიდვა

კარატში შეგიძლიათ გაყიდოთ ან იყიდოთ ძვირფასი ლითონები: ოქრო, ვერცხლი, პლატინა და პალადიუმი. თქვენთვის ხელსაყრელ ფასებში და კომფორტულ გარემოში. კარატში შესყიდვის ტარიფები დაფუძნებულია ლონდონის ბირჟის ფასზე, რომელიც ფიქსირდება წინა სამუშაო დღის 15:00 საათზე, ლონდონის დროით. ანგარიშსწორება ხდება ლარში, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით.
შესყიდვის ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს შესყიდვის მოცულობიდან გამომდინარე. ფასების განახლება ხდება ყოველ სამუშაო დღეს.