„კარატი“ დაფუძნდა 2020 წელს, პირველად საქართველოში კომპანია მომხმარებელს სთავაზობს XRF ტექნოლოგიის გამოყენებით, ძვირფასი ლითონების ექსპერტიზას და ყიდვა/გაყიდვას.
აღნიშნული ტექნოლოგია აღიარებულია მსოფლიოში წამყვანი ლაბორატორიების მიერ. ჩვენ პირველებმა დავიწყეთ ძვირფასი ლითონების ფასების გამოქვეყნება, რომელიც ეფუძნება ლონდონის საფონდო ბირჟაზე დაფიქსირებულ ფასებს.
კარატი არის ასევე პირველი კომპანია საქართველოში, რომელსაც გააჩნია უახლესი მატერიალურ ტექნიკური ბაზა აღნიშნულ სფეროში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ გარემოში მიიღოს მისთვის სასურველი მომსახურება.
კარატის მიზანს წარმოადგენს საქართველოში დანერგოს საერთაშორისო სტანდარტები ძვირფასი ლითონების ბაზარზე, რაც გააუმჯობესებს საიუველირო ნაწარმის და ძვირფასი ლითონების ხარისხს.
ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ კომპანიის მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლებაზე, რათა ჩვენმა მომხმარებლებმა მიიღონ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მაღალი ხარისხის მომსახურება, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებსა და მოთხოვნებს.