ვერცხლის ჩაბარება

ვერცხლის ჩაბარება

 

ვერცხლის ჩაბარება დამატებითი შემოსავლის კარგი წყარო შეიძლება იყოს.

 

თუ სახლში ძველი მონეტები და გამოუყენებელი სამკაულები გეგულებათ, დროა მათგან გათავისუფლდეთ და სანაცვლოდ შესაფერისი ანაზღაურებაც მიიღოთ.

 

როდესაც ვერცხლის ჩაბარებას გადაწყვეტთ, პირველ რიგში თქვენი ნაკეთობების შეფასებაზე უნდა იზრუნოთ.

 

თუ რამდენიმე ტიპის ნაკეთობა გაქვთ შეგროვებული, დაახარისხეთ ისინი ცალ-ცალკე. ერთად მოაგროვეთ მონეტები, საკოლექციო ნივთები, ლითონის ნარჩენები, სამკაულები და ა.შ.

 

შემდეგ ეტაპზე აუცილებელია დაადგინოთ როგორი ხარისხისაა თქვენი ნაკეთობა - სტერლინგი თუ ვერცხლით დაფარული. სტერლინგ ვერცხლი გაცილებით უფრო მაღალი ფასისაა, ვიდრე ვერცხლით დაფარული ნივთი. როგორც წესი, სამკაულზევეა დატანილი ასეთი ინფორმაცია. ეცადეთ იპოვოთ ნიშნები - “sterling” "ster," ან “.925”. ვერცხლით დაფარულ ნივთზე უნდა იყოს შემდეგი ნიშანი - “silver-plate,” “plated,” “EP,” ან “EPNS”.

 

ნუ ეცდებით ვერცხლის ჩაბარებამდე მის გასუფთავებას. პროცესში შესაძლოა ლითონი დააზიანოთ, რასაც ღირებულების შემცირება მოჰყვება. მხოლოდ მსუბუქად გაწმინდეთ სამკაული და მოერიდეთ ძლიერმოქმედი ხსნარების გამოყენებას.

 

ვერცხლის ფასი

 

ვერცხლის ჩაბარებამდე ეცადეთ ზოგადი წარმოდგენა შეიქმნათ ძვირფასი მეტალების ფასების დადგენაზე. ასე უფრო დაცულები იქნებით თაღლითობისგან, როდესაც შეეცდებით დამატებითი სარგებელი მიიღოთ თქვენი ქონებისგან.

 

ამ ინფორმაციის მიღება ონლაინაცაა შესაძლებელი. მაგალითად, შეგიძლიათ გადახედოთ ლონდონის ძვირფასი მეტალების ბირჟაზე დადგენილ ფასებს. ეს ერთ-ერთი ყველაზე რესპექტაბელური ორგანიზაციაა, რომელიც ფასებს ლონდონის დროით, ყოველი სამუშაო დღის 15:00-ზე ადგენს.

 

ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ კონკრეტული ნაკეთობის ფასი ინდივიდუალურია. განსაკუთრებული დიზაინის, ბრენდული და საკოლექციო ნივთები, როგორც წესი, უფრო ძვირფასია.

 

ვერცხლის შეფასება

 

თქვენი ნაკეთობა შეგიძლიათ წაიღოთ ინდივიდუალურ შემფასებელთან ან კომპანიასთან. შეფასების პროცედურა შესაძლოა სხვადასხვა ორგანიზაციაში განსხვავებული იყოს. მეტი სანდოობისთვის, მიზანშეწონილია მოითხოვოთ გაგაცნონ თუ როგორ ხდება ფასის დადგენა. კარგი იქნება, თუ ფასებს სხვადასხვა კომპანიის მიხედვითაც შეადარებთ და საუკეთესო შემოთავაზებას შეარჩევთ.

 

შესაძლოა კომპანია/ინდივიდუალური პიროვნება არ იღებდეს ზოგი ტიპის ნაკეთობას ან არ იცოდეს მისი ადეკვატური ფასი. ასეთ ნაკეთობებს განეკუთვნებიან საკოლექციო მონეტები ან სრული კოლექციები. უმჯობესია მოძებნოთ ისეთი ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელიც არამხოლოდ ვერცხლის წონას ითვლის, არამედ საკოლექციო ღირებულებასაც ითვალისწინებს.

 

ფასი ზოგჯერ დამოკიდებულია ჩასაბარებელი ნივთების რაოდენობაზეც. თუ დიდი მოცულობის ვერცხლს აბარებთ, სავარაუდოდ, შეთავაზებაც უფრო მომგებიანი იქნება.

 

ყოველთვის გამართლებული სტრატეგიაა, წინასწარ შეისწავლოთ ვერცხლის ჩაბარების პუნქტები. ადგილი, სადაც ლითონის გაყიდვას გადაწყვეტთ, სანდოდ უნდა გამოიყურებოდეს. პროფესიული ეთიკა ხშირად მეტყველებს კომპანიის კეთილსინდისიერებაზე. გაესაუბრეთ ახლობლებს, რომლებსაც უკვე აქვთ მსგავსი გამოცდილება და მიიღეთ მათგან რეკომენდაციები.

 

ასევე, სასურველია ოფიციალურად გააფორმოთ ვერცხლის ჩაბარება. ამ შემთხვევაში, თქვენ უფრო დაცული იქნებით მოტყუებისგან.