საინტერესო ფაქტები ოქროს შესახებ

 

 

 

საინტერესო ფაქტები ოქროს შესახებ

 

საუკუნეების მანძილზე, ოქროს უამრავი გამოყენება ჰქონია.

 

ამ ძვირფას ლითონს იყენებდნენ ეკონომიკების გადასარჩენად, მონარქების მოსართავად, ფულის ერთეულად, სტომატოლოგიური მასალების დასამზადებლად და მობილური ტელეფონების ნაწილების შესაქმნელადაც კი. 

 

დღესაც კი, ამ მბრწყინავ ლითონს საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბევრი ინვესტორის პორტფელში.

 

ძვირფასი ლითონების ფასს ბევრი სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს. ამ სტატიაში გაეცნობით საინტერესო ისტორიულ ფაქტებს ოქროს შესახებ.

 

1. ადამიანებმა დედამიწაზე უკვე 200 000 ტონა ოქრო მოიპოვეს.

 

2.1950 წლის შემდეგ მოპოვებულია მიწისზედა ოქროს 2/3.

 

3.ოქრო მოიპოვება მსოფლიოს შვიდივე კონტინენტზე.

 

4.მსოფლიოს ოკეანეებში 10 მილიარდ ტონამდე ოქროა, თუმცა ის იმდენადაა გაბნეული, რომ მისი მოპოვება შეუძლებელია.

 

5.მსოფლიოს უძველესი ოქროს ნაკეთობა ბულგარეთში აღმოაჩინეს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები ძვირფას ლითონებზე 6,500 წლის წინაც კი მუშაობდნენ.

 

6.უძველესი დროიდან, ადამიანები ფიქრობდნენ, რომ შესაძლებელი იყო ჩვეულებრივი მასალების (მაგალითად ტყვიის) ოქროდ გადაქცევა. ასეთი ცნობები არსებობს ძველი საბერძნეთის, რომის, ეგვიპტის წყაროებიდან.

 

7.მსოფლიოს უდიდესი ოქროს ზოდი ავსტრალიაში, 1980 წელს აღმოაჩინეს. ზოდს სახელად „რწმენის ხელი“ ჰქვია და მისი ნახვა ლას ვეგასის ერთ-ერთ კაზინოში შეგიძლიათ.

 

8.ოლიმპიური ოქროს მედალი 1912 წლამდე სუფთა ოქროსგან მზადდებოდა. დღევანდელი სტანდარტით ის მინიმუმ 6 გრამ ოქროს და 92% ვერცხლს უნდა შეიცავდეს.

 

9.1848 წლის კალიფორნიის „ოქროს ცხელებამდე“ 50 წლით ადრე, ასეთივე მოვლენა ჩრდილოეთ კაროლინის შტატშიც დაფიქსირდა.

 

10. დღეს ოქროს ყველაზე მსხვილი მომპოვებელი და მომხმარებელი ჩინეთია. ამის მთავარი მიზეზებია აქტიური საიუველირო ბაზარი, ტექნოლოგიების წარმოების მუდმივი ზრდა და ცენტრალური ბანკის რეზერვები.

 

ისევე, როგორც ისტორიის მანძილზე, ოქრო კვლავ ინარჩუნებს თავის ფასს და ადგილს მსოფლიო ეკონომიკაში.

 

 

როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება, ინვესტორები უფრთხიან რისკიან მოქმედებებს და შედარებით სტაბილურ ოქროს ყიდულობენ, რაც მის ფასს ზრდის. მაშინ კი, როდესაც ეკონომიკა ჯანსაღია, ოქროს ფასიც კლებულობს, ინვესტორები კი თანხას უძრავ ქონებასა და აქციებში აბანდებენ.