ძვირფასი ლითონების ფასები

ძვირფასი ლითონების ფასები
ბევრ ოჯახში, დროთა განმავლობაში, ძველი სამკაულები, ოქროს მონეტები და ძვირფასი ლითონების სხვა ნაკეთობები ნელ-ნელა გროვდებიან.
დიდი შანსია წლები ისე გავიდეს, რომ მათი არსებობის შესახებ არც კი გაგახსენდეთ.
ეკონომიკური კრიზისის პირობებში ბევრმა ადამიანმა გადაწყვიტა ასეთი ნივთების გაყიდვის გზით დამატებითი შემოსავლის მიღება.
ძვირფასი ლითონები
ოქრო, ვერცხლი, პლატინა და პალადიუმი ძვირფას ლითონებად მოიაზრებიან.
ამ ლითონების ფასი არამხოლოდ მწარმოებლებისთვის და საიუველირო ნაწარმის მყიდველებისთვისაა მნიშვნელოვანი.
მაგალითად, ოქროს ფასი ეკონომიკის მონიტორინგის საკმაოდ ეფექტური ინსტრუმენტია, რომელიც ბევრი სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით დგინდება.
ისევე, როგორც სხვა პროდუქტების შემთხვევაში, ძვირფასი ლითონების ფასი მოთხოვნა-მიწოდების პრინციპით დგინდება. თუმცა, ცდებით, თუ ფიქრობთ რომ ინფორმაცია წარმოებისა და გაყიდვის შესახებ გამჭვირვალე და ღიაა, რომელ ძვირფასი ლითონზეც არ უნდა ვსაუბრობდეთ.
ძვირფასი ლითონის ფასი ითვალისწინებს იმ მოლოდინებსაც, რომელიც სამომავლო წარმოებისა და მოთხოვნის მიმართ არსებობს. შესაბამისად, რაც უფრო ბუნდოვანია ეს მოლოდინი, მით უფრო არასტაბილურია ფასი.
მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ორგანიზაცია სპეციალიზდება ძვირფასი ლითონების ფასების კვლევისა და დადგენის მიმართულებით.
ერთ-ერთი ყველაზე რესპექტაბელურია ლონდონის ძვირფასი ლითონების ბირჟა, რომელიც ფასებს ლონდონის დროით, ყოველი სამუშაო დღის 15:00-ზე ადგენს.
ლონდონის ძვირფასი ლითონების ბირჟა 1877 წლიდან ფუნქციონირებს და ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა ლითონის მყიდველებსა და გამყიდველებს. ესაა ორგანიზაცია, რომელიც უზარმაზარ რესურსებს დებს მსოფლიოში ძვირფასი ლითონების მოძრაობის, მათი წარმოებისა და მომხმარებელთა ქცევის თავისებურებების შესწავლაში.
ოქროს გაყიდვა საუკეთესო პირობებით ?
ძვირფასი ნაკეთობების ფასები
ჟურნალისტები, ეკონომისტები და მკვლევარები სუფთა ძვირფასი ლითონის ფასს აკვირდებიან, თუმცა არც ისაა გამორციხული, რომ ნაკეთობის ფასი საგრძნობლად აღემატებოდეს ლითონის ბირჟაზე დადგენილ ფასებს.
მაგალითად, ოქროს სამკაული იშვიათად შედგება სუფთა ოქროსგან. ბაზარზე ფართოდ გავრცელებული 10- 14- ან 18-კარატიანი ოქრო სხვა დანამატებს შეიცავს. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ბრენდული, ანტიკვარული ან სხვა რაიმე ნიშნით გამორჩეული ნაკეთობის ფასი შეიძლება იმაზე დიდი იყოს, ვიდრე იმავე წონის ოქროს ლითონი.
ძალიან ხშირად, ძვირფას ნაკეთობებს არამხოლოდ მატერიალური, არამედ ემოციური ღირებულებაც აქვთ. დარწმუნდით, რომ ნივთის გაყიდვა გიღირთ.
სანამ ძვირფას ლითონს ჩააბარებთ
შეაფასეთ თქვენი ნაკეთობა - უმჯობესია თქვენი ნივთი იქამდე შეაფასებინოთ კარგი რეპუტაციის მქონე სპეციალისტს, სანამ მის გაყიდვას შეეცდებით.
მოძებნეთ სანდო მყიდველი ან კომპანია - ადგილი, სადაც ძვირფას ლითონს გაყიდით, სანდოდ და კომფორტულად უნდა გამოიყურებოდეს.
კომპანიის ან კერძო სპეციალისტის რეპუტაცია პირდაპირ მეტყველებს მის პროფესიულ ეთიკაზე. იმისათვის, რომ არ მოტყუვდეთ, შეეცადეთ მიიღოთ რჩევები ახლობლებისგან, ან მოძებნეთ მსგავსი ინფორმაცია ონლაინ.
ყურადღებით გაეცანით ხელშეკრულებას - ყოველთვის უმჯობესია ძვირფასი ლითონი ოფიციალური შეთანხმების საფუძველზე გაყიდოთ. ასე უფრო მარტივია დაიცვათ თავი თაღლითებისგან. დარწმუნდით, რომ ზუსტად იცით როგორ მოხდა ნივთის შეფასება, ფასის დადგენა, როგორ მოხდება გადახდა და ა.შ.
მსგავსი სიახლე - ოქროს ჩაბარება