სერვისები

ძვირფასი ლითონების დადამღვა

     დღეისთვის ძვირფასი ლითონების შენადნობებისგან დამზადებული ნივთების ანალიზისთვის გამოიყენება ორი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სისტემა კარატული და მეტრული.

     კარატული სისტემა, რომელიც მომდინარეობს გერმანიიდან  და გამოიყენება ოქროს შენადნობებისთვის. სუფთა  ოქროს შენადნობი შეადგენს 24 კარატს. საიუველირო ნაწარმი გვხვდება შემდეგი კარატობის 9,14, 18 და 22 კარატიანი შენადნობები. 1 კარატი შეიცავს 4,166% სუფთა ოქროს. კარატული სისტემის მეტრულზე გადაანგარიშება შემდეგი მეთოდით შეიძლება, მაგალითად:

14kX41,66=583,24 (583 სინჯი)

18kX41,66=749,88 (750 სინჯი)

      მეტრული სისტემის პირველად პრაქტიკაში განხორციელება მოხდა 1799 წელს დიდი ფრანგული რევოლუციის დროს და  დღესდღეისობით არის ზოგადად მიღებული საერთაშორისო სისტემა, სადაც სუფთა ძვირფასი ლითონების შემადგენლობა განისაზღვრება. მეტრიკულ სისტემაში ძვირფასი ლითონის უმაღლესი სინჯი არის 999,9

      მაგალითად  585 სინჯიანი ძვირფასი ლითონის შემთხვევაში, 1კგ ში არის 585გრ სუფთა ოქრო და 415გრ ლიგატურა (585+415=1000)

      კარატი გთავაზობთ ძვირფასი ლითონების დადამღვის სერვისს,

       დადამღვა მოხდება ლაზერის აპარატით. საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.

       ჩვენთან შეგიძლიათ დადამღოთ: ოქროს, ვერცხლის, პლატინის და პალადიუმის ნაკეთობები.

       დადამღვის სერვისით სარგებლობა შეუძლია: საწარმოებს, კერძო იუველირებს და მოსახლეობას, რომელსაც გააჩნია ძვირფასი ლითონით დამზადებული სამკაული და საოჯახო ნივთები.

 

დადამღვა მოხდება შემდეგი სტანდარტით:

 

ოქრო: 375; 500; 585; 750; 916; 958

ვერცხლი: 800; 875; 925; 958

პლატინა:  900; 950

პალადიუმი: 900; 950

 

მომსახურების ფასები:  coming soon