ძვირფასი ლითონების დადამღვა
ძვირფასი ლითონისგან დამზადებული ნივთის ფასს მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ლითონის სინჯი.
რას ასახავს ძვირფასი ლითონის სინჯი?
ძვირფასი ლითონები საკმაოდ რბილია და ადვილად დეფორმირდება. ამიტომ საიუველირო ნაწარმი სუფთა ლითონისაგან კი არ მზადდება, არამედ საიუველირო შენადნობებისგან - სიმყარისთვის ძვირფას ლითონს სხვა ლითონებს ამატებენ.
იმ დანამატებს, რომლებიც შენადნობში შერეულია ძვირფას ლითონთან, ლიგატურა ეწოდება.
რაც უფრო მეტია საიუველირო შენადნობში ძვირფასი ლითონი და ნაკლებია ლიგატურა, მით მეტია ნაკეთობის ღირებულება. შენადნობში ძვირფასი ლითონისა და ლიგატურის თანაფარდობას ასახავს სინჯი.
სინჯის აღსანიშნად ყველაზე ხშირად გამოიყენება მეტრული და კარატული სისტემები.
მეტრული სისტემა გვიჩვენებს, რამდენი გრამი ძვირფასი ლითონია ერთ კილოგრამ საიუველირო შენადნობში. მაგალითად, 750 სინჯის ოქროს 1000 გ შენადნობში არის 750 გ ოქრო და 250 გ მინარევი ანუ ლიგატურა. ყველაზე ხშირად ოქროს სამკაული მზადდება 375, 585 და 750 სინჯის ოქროსგან.
კარატული სისტემით 1 კარატი (k) არის შენადნობის მასის ერთი ოცდამეოთხედი. ე.ი. 24 კარატი სუფთა ოქროს აღმნიშვნელია. 14 კარატიანი ოქრო შეიცავს 14 წილ ოქროს და 10 წილ სხვა ლითონს. საიუველირო ნაკეთობებში იყენებენ 9, 12, 14, 18 და 23 კარატიან ოქროს.
ცხრილი გვიჩვენებს, როგორია შესატყვისობა ოქროს სინჯის მეტრულ და კარატულ სისტემებს შორის
სინჯი მეტრული სისტემით |
999
|
958 |
916 |
750 |
585 |
583 |
500 |
416 |
375 |
333 |
სინჯი კარატული სისტემით |
24 |
23 |
22 |
18 |
14 |
14 |
12 |
10 |
9
|
8 |
სუფთა ოქროს წილი შენადნობში |
99,9%
|
95,8% |
91,6% |
75% |
58,5% |
58,3% |
50% |
41,6% |
37,5% |
33,3% |
სინჯის კარატული სისტემიდან მეტრულში გადასაყვანად კარატული სინჯის მაჩვენებელი უნდა გავამრავლოთ 41.66-ზე და მივიღებთ მეტრულ მაჩვენებელს.
14k × 41.66 = 583.24 (583 სინჯი)
18k × 41.66 = 749.88 (750 სინჯი)
როდესაც ძვირფას ლითონს ემატება ლიგატურა,მნიშვნელოვანია, რომ ლითონების თანაფარდობა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებულ ნორმებს. მაგალითად, 750 სინჯის ოქროში 75% ოქროს შემცველობა უნდა იყოს მკაცრად დაცული და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მასზე დაბალი - 74,9%-ც კი უკვე სტანდარტის დარღვევად ითვლება და ნივთის დადამღვა მოხდება 585 სინჯით.
დამღა, რომელზეც ძვირფასი ლითონის სინჯია აღბეჭდილი, ტრადიციულად, ნაკეთობის უკანა მხარეზეა განთავსებული. ბეჭედზე, როგორც წესი, რგოლის შიდა მხარესაა, ძეწკვებზე - შესაკრავთან დამაკავშირებელ რგოლზე, საყურეებზე - საკეტზე. სინჯის წაკითხვა გამადიდებელი შუშის გარეშე ძნელია, ამიტომ, თუ სამკაულის შეძენას აპირებთ, ლუპით უნდა შეიარაღდეთ.
◦ ◦ ◦
ძვირფასი ლითონების ლაბორატორიაში „კარატი“ სინჯის დადგენა ხდება დღეისათვის ყველაზე ზუსტი XRF (რენტგენო-ფლუორესცენციული)აპარატით.
ნივთი შესამოწმებლად თავსდება აპარატში. რენტგენული სხივების ზემოქმედებით ხდება ატომიდან ელექტრონების ხანმოკლე გამოტყორცნა, რასაც თან ახლავს ენერგიის გამოყოფა გამოსხივების სახით (ფლოურესცენცია). ყველა ელემენტის ატომს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი გამოსხივების ტალღის სიგრძე და ინტენსივობა გააჩნია. სწორედ ეს პრინციპი უდევს საფუძვლად რენტგენოსპექტრული ანალიზის მეთოდებს, რომლებიც დიდი სიზუსტით ადგენს ნივთიერებათა შემადგენლობას.
რენტგენო-ფლუორესცენციული მეთოდით ძვირფასი ლითონების შემოწმებას, სხვა მეთოდებთან შედარებით, მთელი რიგი უპირატესობები გააჩნია:
· ანალიზი კეთდება ძალიან სწრაფად
· ანალიზი ხდება ნივთის დაზიანებისა და ლითონის დანაკარგის გარეშე
· ერთდროულად ადგენს შენადნობის ყველა კომპონენტს
·ადგენს მოოქროვებას ან სხვა ტიპის დაფარვას
· ანალიზი კეთდება 99.5% სიზუსტით
ანალიზის შედეგები აპარატიდან კომპიუტერს გადაეცემა. ამით მინიმუმამდეა დაყვანილი ადამიანის ჩარევა, რაც შეცდომას გამორიცხავს.
ანალიზის შემდეგ, ნივთის დადამღვა მოხდება ძვირფასი ლითონების სინჯის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტით:
ლითონი: |
ოქრო |
ვერცხლი |
პლატინა |
პალადიუმი |
დამღის ნიმუშები
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
უნიკალური კოდი |
|
|
|
|
სამარკო ნიშანი |
|
|
|
|
„კარატში“ შემოწმებულ ნივთზე ლაზერული აპარატით აღიბეჭდება ძვირფასი ლითონის სინჯი და ლაბორატორიის სამარკო ნიშანი, ამასთან ერთად, თითოეულ ნივთს ენიჭება უნიკალური ოთხნიშნა კოდი. ნივთის მონაცემები ამ კოდით ფიქსირდება ლაბორატორიის საინფორმაციო ბაზაში და საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორია მოგაწვდით ინფორმაციას ნივთის შესახებ.
„კარატის“ სასაქონლო ნიშანი
„კარატის“ სასაქონლო ნიშანია ვერძის თავი, რაც ასოცირდება ოქროს საწმისთან.
ცხოველების, ფრინველების და მითიური პერსონაჟების გამოსახვა დამღებზე საკმაოდ გავრცელებულია. ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ დამღაზე გამოგვეტანა „კარატის“ ლოგოს ერთ-ერთი ელემენტი - ვერძის თავი .
ვერძის თავი წარმოადგენს „კარატის“ ოფიციალურ სასაქონლო ნიშანს და მისი რეგისტრაციის პროცესს ახორციელებს საქპატენტი. ამ ნიშნის გამოყენება საიუველირო ნაწარმზე დამღის სახით შპს „კარატის“ ნებართვის გარეშე წარმოადგენს საქართველოს სავაჭრო ნიშნიშნების შესახებ კანონის დარღვევას და ითვალისწინებს საქონლის, კლიშეების და ხელსაწყოების კონფისკაციას.
უნიკალური კოდი წარმოადგენს ოთხისიმბოლოს კომბინაციას, რომელიც დატანილი იქნება ყველა ნაკეთობაზე. „კარატი“ ქმნის მონაცემთა ბაზას, სადაც შეინახება ნაკეთობის ფოტო და დეტალური ინფორმაცია ნაკეთობის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება „კარატიდან“ ნივთზე ინფორმაციის გამოთხოვა.
სამარკო ნიშანზე გამოსახულია მხოლოდ ვერძის თავი . თუ ნაკეთობას უკვე აქვს სინჯი და „კარატში“ ჩატარებული ანალიზის შედეგი ემთხვევა ნაკეთობაზე გამოსახულ სინჯს, ნივთზე აღიბეჭდება მხოლოდ სამარკო ნიშანი და უნიკალური კოდი.